(რეზონანსი) პანკისის ხეობის მაცხოვრებლების განცხადებით, ძალოვანი უწყება პანკისის ხეობაში შიშის დათესვას ცდილობს.
ადგილობრივების თქმით, თელავის სპორტული სკოლა იმ რეფერალურ საავადმყოფოსთანაა ახლოს, სადაც სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი 19 წლის ახალგაზრდა თემირლან მაჩალიკაშვილია მოთავსებული. კლინიკაში დუისის მოსახლეობა იყო მობილიზებული და სწორედ მათ წინააღმდეგ გამოიყენეს ძალა.
დღეს 14:00 საათზე, როგორც ტრადიციული ისლამისტების წარმომადგენლები, ასევე, ფუნდამენტალური ისლამის მიმდევრები შეხვედრას გამართავენ.
თელავის სპორტსკოლის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში 50-ზე მეტი შეიარაღებული სპეცრაზმელი ალაზნის გამზირის მიმდებარედ იყო დისლოცირებული.
რა მიზანს ისახავდა სპეცრაზმის თელავში მობილიზება, ამასთან დაკავშირებით ძალოვანი უწყებების მხრიდან ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.