რეზონანსი
27.12.2017

 (რეზონანსი) პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულ პირებს ბრალს უახლოეს საათებში წაუყენებენ.

უფლებადამცველების განცხადებით, ბრალდებულები აჰმედ ჩატაევთან კავშირს კატეგორიულად უარყოფენ და ბრალს არ აღიარებენ.

მათივე თქმით, დაკავებულებმა ისიც კი არ იციან, რაში ედებათ ბრალი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, გუშინ თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში, დუისსა და ომალოში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს, რომელთაც 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრების ხელშეწყობაში ედებათ ბრალი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×