რეზონანსი
27.12.2017

 (რეზონანსი) რუსეთის პროკურატურამ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, შაქრო კალაშოვის, იგივე "შაქრო მალადოის" საქმეზე "როსნეფტის" მთავარი იურისტი, ალექსეი კრამარენკო დააკავა, რომელიც 2016 წლის ზაფხულამდე საგამოძიებო კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

კრამარენკოს ქრთამის სანაცვლოდ საგამოძიებო კომიტეტის შენობაში კრიმინალური ავტორიტეტების შეხვედრის ორგანიზებას ედავებიან.

გამოძიების ვერსიით, თანხის სანაცვლოდ, ყოფილმა მაღალჩინოსანმა შაქრო კალაშოვი იზოლატორში მის მეგობარს - ანდრეი კოჩუიკოვს, მეტსახელად, "იტალიელს" შეახვედრა.

"იტალიელისა" და კალაშოვის გარემოცვის რამდენიმე წევრი ციხეში რესტორან „Elements"-ში მომხდარი სროლის გამო ისხდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×