რეზონანსი
27.12.2017

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო.

როგორც შსს-ს მიერ გავცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 1974 წელს დაბადებული თ.ქ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 340 აბი და 237 ნატეხი, ასევე, 3,2 გრამი „სუბუტექსის" ფხვნილი ამოიღეს.

ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×