რეზონანსი
27.12.2017

 (რეზონანსი) სემეკის დადგენილების პროექტით, „თელასის" აბონენტებისთვის ელექტროენერგია 1.325 თეთრით გაძვირდება. დღგ-ს ჩათვლით, გადასახადი 1.56 თეთრით მოიმატებს.

შესაბამისი დადგენილების პროექტს კენჭი სემეკის დღევანდელ სხდომაზე უყარეს.

დღემდე 101 კილოვატსაათამდე მოხმარებულ ელექტროენერგიაზე საყოფაცხოვრებო ტარიფი 12,980 თეთრი იყო, 101-დან 301 კილოვატსაათ ელექტროენერგიაზე - 16,992 თეთრი, 301 კილოვატსაათიდან ზემოთ ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის კი 21,476 თეთრი ღირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×