რეზონანსი
27.12.2017

 (რეზონანსი) უცნობმა მამაკაცმა მიკროავტობუსით რუსეთსა და ფინეთს შორის სასაზღვრო პუნქტი გაარღვია.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ფინეთიდან რუსეთის საზღვარზე შეიჭრა მას შემდეგ, რაც საბაჟოს ოფიცერმა მას სიღრმისეული ინსპექციის ზონაში გასვლა მოსთხოვა.

მძღოლმა ოფიცერს ცეცხლსასროლი იარაღით ესროლა, შლაგბაუმი გაარღვია და რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა.

მიტოვებული მიკროავტობუსი სოფელ ტორფიანოვკაში იპოვეს.

ამჟამად პოლიცია ორ ადამიანს ეძებს. ერთ-ერთ მათგანს ფინეთის მოქალაქეობა აქვს, ხოლო მეორეს - რუსეთის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×