(რეზონანსი) ჟენევის აეროპორტში დაკავებულ უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს , რომელიც კურორტ კურშავლეზე დასასვენებლად მიემგზავრებოდა, ხელზე 50 000 აშშ დოლარი აღმოაჩნდა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, იაცენიუკს უკრაინიდან 10 000 დოლარზე მეტი ნაღდი ფულის გატანა ეკრძალებოდა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჟენევის აეროპორტში დააკავეს.
აღნიშნული ინფორმაცია მისმა პრეს-მდივანმა ოლგა ლაპომ გაავრცელა.
„იაცენიუკი, რომელიც ჟენევაში თავის უმცროს ქალიშვილთან ერთად ჩაფრინდა, საპასპორტო კონტროლზე რუსეთის მოთხოვნით დააკავეს.
საქმე ეხება იმ აბსურდულ ბრალდებებს, თითქოს ის ჩეჩნეთში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა", - განაცხადა ლაპომ.