რეზონანსი
27.12.2017

 (რეზონანსი) თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, სასწრაფოს ექიმებმა 66 წლის მამაკაცი გადაარჩინეს.

მათივე თქმით, აღნიშნული მამაკაცი ქუჩაში მოულოდნელად ცუდად გახდა. იქვე მყოფმა ადამიანებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

ადგილზე მისულ ექიმების განცხადებით, პაციენტი არ სუნთქავდა, გულის მუშაობა გაჩერებული იყო და არ აღენიშნებოდა პულსაცია.

ავადმყოფს გადაუდებელი რეანიმაციული ღონისძიებები ადგილზე ჩაუტარდა და თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

"ჩვენი ექიმების მიერ გადარჩენილი პაციენტი დღეს საავადმყოფოდან სახლში დაბრუნდება", -აღნიშნულია თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის გვერდზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×