(რეზონანსი) ასოციაცია "სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის" რეგიონალური კოორდინატორის, თეა ანჩაბაძის განცხადებით, ზუგდიდი საბავშვო ბაღში მისი 4 წლის შვილს ახალი წლის ზეიმზე მონაწილეობის უფლება არ მისცეს.
"ახალი წლის ზეიმმა საბავშვო ბაღში ნანუკას გარეშე ჩაიარა. ის ჭუჭრუტანიდან ადევნებდა ზეიმს თვალს, იმ საშინელი რკინის კარის ჭუჭრუტანიდან.(დავიბენი, ფოტო უნდა გადამეღო, როგორ ვერ ვაცილებდი კარებს და როგორ იდგა გამოპრანჭული გოგო, თავზე "ფერიას გვირგვინით") და ზოგიერთი ვაი-პედაგოგი უემოციოდ ადევნებდა ამ ყველაფერს თვალს და სირცხვილის გრძნობაც არ ჰქონდა.
გამგემ ჩაკეტაო.ბოლოს, მოვალეობის მოხდის მიზნით, გაუგებარი სქესის თოვლის პაპამ ნაჩქარევად "მოგვიგდო" საჩუქარი", - განაცხადა ანჩაბიძემ.
მისივე თქმით, 4 წლის გოგონა აუტისტური სპექტრის მქონეა, რომლისთვისაც ბავშვობის წართმევის უფლებას არავის არ მისცემს.