რეზონანსი
27.12.2017

 (რეზონანსი) დეკანოზმა დავით ისაკაძემ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდა, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშრებულ მსჯელობაში სასულიერო პირებიც ჩართოს.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ისაკაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე ფართო მსჯელობის გამართვის პოზიცია პატრიარქს ეკუთვნის.

მისივე თქმით, შესაძლოა, ნარკოტიკების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა შეფერხდეს, მიზეზი კი რეფორმაზე მმართველ გუნდში არსებული აზრთასხვადასხვაობაა.

10 დეკემბერს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მოთხოვნით მშვიდობიანი აქციები გაიმართა.

30 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მარიხუანის მოხმარება დეკრიმინალიზებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×