(რეზონანსი) რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი მზადაა, 2018 წელს საქართველოსთან ურთიერთობა აღადგინოს და ეკონომიკურ-სავაჭრო თანამშრომლობა გააძლიეროს.
მისი თქმით, 2017 წელს რუსეთი საქართველოსთვის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი და მისი პროდუქციის, ძირითადად, ღვინის გასაღების მთავარი ბაზარი გახდა.
„ამ დროისთვის საქართველო-რუსეთის საზღვარზე მხოლოდ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტია ზემო ლარსზე, რომელზეც დიდი დატვირთვა მოდის. ამის გამო, საზღვარზე საათობით დგას ხალხი და მოსკოვი ამ პრობლემის მოგვარებას გეგმავს.
„ზემო ლარსის გამშვები პუნქტის რეკონსტრუქცია იგეგმება, რაც საზღვრის გადალახვას გაამარტივებს" - აღნიშნა კარასინმა.
მისივე განცხადებით, „მოსკოვი ყოველმხრივი პრაქტიკული თანამშრომლობისთვის მზად არის " და „ქართული მხარის ადეკვატური რეაქციის იმედი აქვს".