რეზონანსი
28.12.2017

 (რეზონანსი) საფრანგეთში, ლონჟაკის კომუნაში მდებარე თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრში საქართველოს მოქალაქემ თანამემამულე დანით დაჭრა.

დაჭრილი 33 წლის მამაკაცის მდგომარეობა სერიოზულია, მას დაზიანებები ფილტვზე, მკლავზე და მარცხენა მხარზე აქვს მიყენებული.

გაქცეული დამნაშავე ბრიუდის რკინიგზის სადგურზე დააპატიმრეს.

აღკვეთის ღონისძიება კი ოთხშაბათს შეუფარდეს.

ამ ეტაპისთვის გამოძიება დაპირისპირების გარემოებებს და დაჭრის მოტივს ადგენს, სასამართლომ ბრალდებულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ხუთშაბათს უნდა მიიღოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×