რეზონანსი
28.12.2017

 (რეზონანსი) პეტერბურგში, სავაჭრო ობიექტ "Перекресток"-ში აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 6, ჯერ კიდევ, საავადმყოფოში იმყოფება.

პუტინმა მომხდარ აფეთქებას ტერაქტი უწოდა.

მისივე თქმით, დეკემბერში ФСБ-მ პეტერბურგში კიდევ ერთი ტერაქტი აღკვეთა და ტერორისტების ჯგუფი დააკავა, რომელიც აფეთქებას ქალაქის ყაზანის სახელობის ტაძარში გეგმავდა.

რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანება გასცა, რომ ტერორისტები ადგილზე იყვნენ ლიკვიდირებული, თუ მათი დაკავებისას მოქალქეების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.

თავდასხმაში ეჭვმიტანილი მაღაზიის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, თუმცა მისი ვინაობა სამართალდამცველებითვის ამ დრომდე უცნობი რჩება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×