რეზონანსი
28.12.2017

 (რეზონანსი) გორში, ახალაშენებულ რვა კორპუსში, დღეს, 445 დევნილ ოჯახს ბინა საკუთრებაში გადაეცა.

ბინების გადაცემის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე ესწრებიან.

"გილოცავთ ამ ძალიან დიდ ბედნიერებას. მეც, თითოეულ თქვენგანთან ერთად, ამ ბავშვებთან ერთად, რომელთა ბედნიერ სახეებსაც ვუყურებ, ბედნიერი ვარ. ერთადერთი, რაც მინდა გითხრათ, ისაა, რომ ეს იქნება თქვენი ერთ-ერთი ბინა და მთავარი საცხოვრებელი. კერა და სახლი იქნება იქ, საიდანაც წამოხვედით. ღმერთის შეწევნით, ყველანი შევძლებთ, ჩვენი ქვეყანა გავაერთიანოთ, ვიცხოვროთ მშვიდობაში და ამ ბავშვებს ყოველთვის ჰქონდეთ ასეთი მომღიმარი სახეები. გილოცავთ ამ დღესასწაულს და დამდეგ შობა-ახალ წელს", - განაცხადა პრემიერმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×