რეზონანსი
28.12.2017

 (რეზონანსი) საქალაქო სასამართლოში, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული სამი პირის სასამართლო პროცესი დაიხურა, თუმცა თავდაპირველად პროცესი ღია იყო.

პროცესს მხოლოდ ბრალდებულების - რუსლან ალდამოვის, ბადურ ჩოფანაშვილის და რამაზ მარგოშვილის ახლობლები და ოჯახის წევრები დაასწრეს.

პროცესი ღია მხოლოდ შუამდგომლობის განხილვის ეტაპზე იყო. მოსამართლემ სხდომა მას შემდეგ დახურა, რაც პროკურატურის შუამდგომლობა, სასამართლო განხილვების დახურულ რეჟიმში წარმართვასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა.

სუს-მა 26 დეკემბერს თბილისსა და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას ხუთი პირი დააკავა. თითოეულ მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად.

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დაიჭრა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×