რეზონანსი
29.12.2017

 (რეზონანსი) ესპანეთში გარდაცვლილი ქართველი მამაკაცის ოჯახი, რომელიც ქუთაისში ცხოვრობს, საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

43 წლის ავთანდილ დვალი დაახლოვებით ორი კვირის წინ ბარსელონაში მატარებლის დაჯახების შემდეგ გარდაიცვალა.

გარდაცვლილის მეუღლის სოფო გაბეშიას თქმით, ცხედარი ამ დრომდე პროზექტურაშია და საკონსულო გადმოსვენებაზე უარს ამბობს.

,,გვითხრეს, რომ სხეული წამალს ვერ იღებს, ბალზამირება ვერ მოხერხდა და ამის გამო ვერ გადმოასვენებენ. ვის მივმართოთ აღარ ვიცი. მინდა, რომ შვილს მამის საფლავი ჰქონდეს. მეტს არაფერს ვითხოვ. სამი წელი მუშაობდა ესპანეთში, რა მოხდა დეტალურად არაფერი ვიცი. მატარებელს ვერ გადაასწრო ლიანდაგზეო, ასე გვითხრეს", - ამბობს გაბეშია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×