რეზონანსი
30.12.2017

 (რეზონანსი) თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მარიხუანას მოხმარებისთვის ადამიანები ციხეში არ უნდა მიდიოდნენ, თუმცა, აღნიშნა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მომხრეა.

"მე ჩემი წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მომხრე ვარ, თუმცა მარიხუანას მოხმარებისთვის ადამიანები ციხეში არ უნდა მიდიოდნენ", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, რეფორმა გასაკეთებელია, იმისათვის, რომ კანონი ყველასთვის მისაღები იყოს, საზოგადოების ფართო ჩართულობაა საჭირო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×