(რეზონანსი) 31 დეკემბერს, მთელი დღის განმავლობაში, რამდენიმე ლოკაციაზე სხვადასხვა სახის ღონისძიებაა დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
როგორც მერიის განცხადებაშია ნათქვამი, დღის ბოლოს, 23:00 საათიდან, საახალწლო გალა კონცერტები სამ ლოკაციაზე - გლდანში („სითი მოლი გლდანის" ავტოსადგომი), ძველ თბილისსა (ევროპის მოედანი) და ვარკეთილში (ვარკეთილი III, მედიათეკის მიმდებარე სკვერი) გაიმართება.
საახალწლო ღონისძიებების გრაფიკი კი ასეთია:
11:00 - 17:00 საათი - ველო სანტები (კრწანისის რაიონი)
12:00 - 00:00 საათი - საშობაო ბაზრობა, საერთო ზონა - დედა ენის ბაღი
12:00 - 23:00 საათი - საახალწლო ბაზრობა - „ახალი ტფილისი"
12:00 - 18:00 საათი - საბავშვო გასართობი პროგრამები - დედა ენის ბაღი
12:00 - 19:00 საათი - კინოთეატრი ღია ცის ქვეშ - დედა ენის ბაღი
12:00 - 19:00 საათი - მანქანების პარკი - დედა ენის ბაღი
12:00 - 19:00 საათი - სახელოსნო/ვორქშოფები - დედა ენის ბაღი
12:00 - 20:00 საათი - საახალწლო სპორტული აქტივობები - დედა ენის ბაღი
15:00 - 21:00 საათი - Nეწ ჩომერს - „ახალი ტფილისი"
23:00 საათი - გალა კონცერტი - გლდანი, ძველი თბილისი, ვარკეთილი.