რეზონანსი
05.01.2018

 (რეზონანსი) თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ყოფილი პრეზიდენტის ბრალდების  ნაწილში იგი დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ასევე ერთი წლითა და ხუთი თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

მოსამართლე გიორგი არევაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობისგან აცილების მიზნით გასცა დაპირება, რომ სასჯელის მიუხედავად, თუ რა დაენიშნებოდა მსჯავრდებულებს სასამართლოს მიერ, შეიწყალებდა მათ.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით ჰქონდა წაყენებული. ბრალდების მოხედვით, მან შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა შეიწყალა, რითაც მათი პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის სამართლებრივი ბერკეტი შექმნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×