რეზონანსი
05.01.2018

 გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ქალაქ ბილეფელდში პოლიციამ ქართველი ცოლ-ქმარი და მათი 16 წლის ქალიშვილი დააპატიმრა, ჩხრეკისას კი მათ მანქანაში 15 ათასი ევროს ღირებულების მოპარული ნივთები აღმოაჩინეს.

გაზეთ „ვესტფალენ-ბლადის“ ინფორმაციით, პირველი ქურდობა მამა-შვილმა მსხვილი სააფთიაქო ქსელის ერთ-ერთ ფილიალში დღის 4 საათზე ჩაიდინა. ქალიშვილმა ჩანთა მაკიაჟის და წვერის საპარსი საშუალებებით გაავსო, სალაროში კი მხოლოდ ერთი ნივთის საფასური გადაიხადა. 

ცოტა ხნის შემდეგ, ისინი ახლა უკვე ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდებარე აფთიაქს ეწვივნენ. ამჯერად თინეიჯერმა მამის ზედამხედველობის ქვეშ, ქურთუკის ჯიბეები კბილის პასტებითა და ჯაგრისებით გაივსო, გამოსვლისას  კი არაფერი გადაიხადა.

მოგვიანებით კრიმინალურმა პოლიციამ მათი მანქანა შეამოწმა, რომლის საჭესთანაც 34 წლის ქმარი, 37 წლის მეუღლე და 16 წლის ქალიშვილი იმყოფებოდა. ჩანთასა და  წინა სავარძლის ქვეშ დამალულ ნაგვის პარკში პოლიციელებმა 1500 ევროს ღირებულების ნაქურდალი, სხვადასხვა კოსმეტიკური ნივთება იპოვეს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×