რეზონანსი
05.01.2018

 იგორ დოდონისათვის  უფლებამოსილების დროებით შეჩერებისა შესახებ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო. შესაბამისი მიმართვით სასამართლოს მოლდოველმა პარლამენტარმა მიმართა, მიზეზად კი პრეზიდენტის მიერ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის ხელმოწერაზე უარის თქმა დაასახელა.

რუსული არხების აკრძალვის შესახებ კანონი პარლამენტმა დეკემბერში მიიღი, მაგრამ დოდონმა 2-ჯერ უარი გამაცხადა მის ხელმოწერაზე. 

გადაწყვეტილებაში სასამართლომ აღნიშნა, რომ პრეზიდენთი განძრახ უარს აცხადებს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამისილების შესრულებაზე, არ აქვს ნება და სუბიექტური მიზეზებით ვერ ასრულებს კონსტიტუციურ მოვალეობებს.   ასეთ პირობებში კი გამართლებულია მისი უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა.

უახლოს მომავალშიპროპაგანდის წინააღმდეგ კანონს პარლამენტის თავმჯდომარე ან პრემიერ-მინისტრი მოაწერს ხელს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×