რეზონანსი
06.01.2018

 (რეზონანსი) ექიმის, ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით,ავსტრიის ერთ-ერთმა ცნობილმა კლინიკამ პანკისში დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილის მიღების თაობაზე მზადყოფნა გამოთქვა.

მისი თქმით, ამ დროისთვის კლინიკას თავისუფალი ადგილი არ აქვს. თუმცა, მოლაპარაკების მიხედვით, ავსტრიის კლინიკამ ჯანდაცვის სამინისტროს 24-საათის განმავლობაში ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. 

ამ ყველაფერთან დაკავშირებით ოჯახიც ინფორმირებულია.

აიღებს თუ არა ავსტრიის კლინიკა ტრანსპორტირების თაობაზე პასუხისმგებლობას, ჯერჯერობით უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×