რეზონანსი
06.01.2018

 (რეზონანსი) უკრაინის აღმოსავლეთში მებრძოლმა „ქართულმა ლეგიონმა" უკრაინის შეიარაღებული ძალების 54-ე ბრიგადის შემადგენლობა დატოვა.

ლეგიონის თქმით, მიზეზი 54-ე ბრიგადის მეთაურის უკანონო ბრძანებები და ქმედებები არის.

მისივე განცხადებით, 54-ე ბრიგადის მეთაური „ქართული ლეგიონის" დაჭრილი წევრების პირდაპირ სამხედრო ჰოსპიტალიდან დეპორტირებას ცდილობს.

„ ჩვენ გამოვაქვეყნებთ „ქართული ლეგიონის" მეთაურისა და 54-ე ბრიგადის მეთაურის საუბრის აუდიოჩანაწერს, რომელშიც ბრიგადის მეთაური „ქართული ლეგიონის" წევრ მებრძოლებს დათხოვნით ემუქრება". - აღნიშნულია ლეგიონის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×