რეზონანსი
06.01.2018

 (რეზონანსი) სასტუმრო „ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებთან კომპენსაციებთან დააკავშირებით შეთანხმება შედგა - დაზარალებულ 10 ოჯახზე ერთჯერადი კომპენსაცია გაიცა.

კომპანიის ადვოკატის, კახა წერეთლის განცხადებით, შესაბამისი ხელშეკრულება ათივე ოჯახთან უკვე გაფორმდა. კონკრეტული თანხის გარდა, მენეჯმენტი ბავშვების განათლებისა და დასაქმების ვალდებულებასაც იღებს.

კომპენსაციაზე მოლაპარაკები გარდაცვლილი ირანის მოქალაქის ოჯახთან ჯერ არ დასრულებულა.

დაუზუტებელი ინფორმაციით, სასტუმრო „ლეოგრანდეში" ხანძრის შედეგად დაზარალებულმა თითო ოჯახმა კომპენსაციის სახით 50 ათასი დოლარი მიიღო.

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩნდა. ხაძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×