რეზონანსი
06.01.2018

 (რეზონანსი) კანადაში, ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტ პირსონში ორი თვითმფრინავის შეჯახების გამო, მგზავრების ევაკუაცია ავარიული ტრაპით გახდა საჭირო.

ავიაკომპანია WestJet-ის სამგზავრო ბოინგს, რომელიც მექსიკიდან რამდენიმე წუთის წინ დაეშვა და მგზავრების გასასვლელი კარების მიმართულებით აპირებდა წასვლას, სადგომიდან გამოსული ავიაკომპანია Sunwing-ის ცარიელი თვითმფრინავი შეეჯახა და ცეცხლი მოედო.

ბოინგის ბორტზე 168 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.

ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×