რეზონანსი
06.01.2018

 (რეზონანსი) იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე, ეკა ბესელია საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხება და განაცხადა, რომ სააკაშვილის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა არა კონსტიტუციური უფლების გამოყენებას, არამედ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე, ეს შეეხება კონსტიტუციურ უფლებას თუ არა, როდესაც ამ უფლებამოსილების განხორციელების დროს დადგინდება, რომ ადგილი ჰქონდა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას ან რაიმე უკანონო მოტივს და მიზანს, უკანონოდ ჩადენილ ქმედებას, ან დანაშაულის დაფარვას და ასეთი მიზნით მოქმედებდა ნებისმიერი მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობის მატარებელი პირი, არის თუ არა ეს დანაშაული და არის თუ არა ეს დასჯადი ქმედება?",- აღნიშნა ბესელიამ.

მისივე თქმით, სისხლისსამართლებრივი დევნა კონსტიტუციური უფლების გამოყენების გამო არ დაწყებულა და არც განაჩენი დამდგარა ამის გამო.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ სააკაშვილის დევნის საფუძვლად შეწყალების უფლების კონსტიტუციური მუხლი გამოიყენა.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ამნისტიის შედეგად, სასჯელის რაოდენობა სამ წლამდე შემცირდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×