რეზონანსი
06.01.2018

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტმა სომეხ თანამოქალაქეებს შობისა და ნათლისღების დღესასწაულები მიულოცა.

მარგველაშვილმა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს ბედნიერება, მშვიდობა, კეთილდღეობა უსურვა და განაცხადა, რომ მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში.

„ძვირფასო თანამოქალაქენო, გულითადად გილოცავთ შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულებს. ჩვენი ხალხების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა დასაფასებელი და მნიშვნელოვანია ჩვენი ერების მომავლისათვის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სომეხთა სამოციქულო ეკლესია დღეს შობის დღესასწაულს და ნათლისღებას აღნიშნავს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×