რეზონანსი
07.01.2018

 (რეზონანსი) აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზადაა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან სატელეფონო საუბარი გამართოს. ამის შესახებ ტრამპმა კემპ-დევიდში ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, მე ყოველთვის მჯერა დიალოგის. თუმცა, ჩვენ ძალიან მტკიცე პოზიცია გვიკავია", - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, მისი ადმინისტრაცია ძალიან მტკიცედ არის განწყობილი.

„მაგრამ მე ამას გავაკეთებდი. აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ მაქვს. თუ ჩვენ შევძლებთ გამოვძებნოთ კარგი და მშვიდობიანი გადაწყვეტილება, თუ ამგვარი მოლაპარაკებების მეშვეობით რამე გამოგვივა, ეს კარგი იქნება სრულიად კაცობრიობისთვის", - დასძინა ტრამპმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×