რეზონანსი
07.01.2018

 (რეზონანსი) თბილისში ტრადიციული საშობაო ალილო იმართება. შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსვლელობა „ვარდების მოედნიდან" დაიწყო.

ალილოს მსვლელობის მონაწილეებს თბილისის მერი კახა კალაძე შეუერთდა. მან სრულიად საქართველოს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ალილოს მონაწილეებს ტკბილეული გადასცა.

ალილოს მსვლელობის მონაწილეების ნაწილი საპატრიარქოსკენ გაემართება და შობის ბრწყინვალე დღესასწაულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მიულოცავს.

მონაწილეები ასევე მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივლენ, სადაც მათ გიორგი მარგველაშვილი უმასპინძლებს.

ალილოზე შეგროვებული ტკბილეული და საჩუქრები დახარისხდება და ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დაურიგდება.

ალილოს ტრადიცია საქართველოში V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა ბოლო რამდენიმე წელია, აღდგა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×