რეზონანსი
07.01.2018

 (რეზონანსი) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის დანარჩები წევრები შვილებთან ერთად ალილოს შეუერთდნენ და მსვლელობის მონაწილეებს ტკბილეული გადასცეს.

კობახიძემ სრულიად საქართველოს შობის დღესასწაული მიულოცა.

„ყველას ვულოცავთ შობას, განსაკუთრებით ბავშვებს. წელს შობას განსაკუთრებულად აღვნიშნავთ. შობასთან ერთად ჩვენ პატრიარქის იუბილეს და პატრიარქის აღსაყდრების იუბილეს აღვნიშნავთ. მინდა, ასეთი განსაკუთრებული წელი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის", - განაცხადა კობახიძემ.

თბილისში საშობაო ალილო იმართება. შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსვლელობა „ვარდების მოედნიდან" დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×