რეზონანსი
07.01.2018

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა თბილისში, ალილოს მსვლელობის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლეში მიიღეს, მათ საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს და შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.

"ჩემო საყვარელო თანამემამულეებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ შობას. მშვენიერია, რომ შობა გრძელდება ამ ემოციით, როდესაც პატარა ბავშვები და მომლოცველები მოდიან. ჩვენ მათ ვუნაწილებთ სიხარულს, მცირე ძღვენს, რომელიც განაწილდება იმ ადამიანებზე, რომლებიც შედარებით შეუძლოდ არიან ან არ აქვთ შესაძლებლობა. ამ ფორმით გრძელდება გუშინდელი საოცარი დღესასწაული ახლის და კეთილის დაბადების. ვუნაწილებთ ჩვენს სიყვარულს ერთმანეთს. ნეტავ სულ ასე იყოს, მთელი წელი", - განაცხდა პრეზიდენტმა.

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსვლელობა „ვარდების მოედნიდან" დაიწყო.

დედაქალაქის გარდა ალილო საქართველოს რეგიონებშიც გაიმართა.

ალილოზე შეგროვებული ტკბილეული და საჩუქრები დახარისხდება და ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დაურიგდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×