რეზონანსი
07.01.2018

 (რეზონანსი) საქართველოს პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ ალილოს მონაწილეებს ტკბილეული გადასცა.

როგორც პირველმა ლედიმ აღნიშნა, მისთვის ქრისტეს შობის დღესასწაული განსაკუთრებულია.

"ჩემთვის განსაკუთრებული დღესასწაულია ქრისტეშობა და ყველაზე მეტად მიყვარს. როცა ვფიქრობ პატარა იესო, როგორ წევს თივაზე თავის მშობლების გარემოცვასა და ზრუნვაში, სულ წარმომიდგება ღვთისმშობელი და ყველა დედა მთელ დედამიწაზე. ყველას გილოცავთ ამ უმშვენიერეს დღესასწაულს და ჩვენ გულებში მუდამ ცხოვრობდეს იესო, როგორც ის პატარა ჩვილი, გულწრფელი ადამიანი, ვინც გაგვინათა და დღემდე გვიკვლევს გზას კეთილად", - აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×