რეზონანსი
07.01.2018

 (რეზონანსი) თბილისში ტრადიციული საშობაო ალილო სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსვლელობა „ვარდების მოედნიდან" დაიწყო.

მსვლელობის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი და ბარათაშვილის ქუჩები გაიარეს.

ალილოს მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და დეპუტატები შვილებთან ერთად დახვდნენ და მსვლელობის მონაწილეებს ტკბილეული გადასცეს.

მსვლელობის მონაწილეებს საჩუქრები დედაქალაქის მერმა, კახი კალაძემაც გადასცა.

ალილოს მონაწილეები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიდნენ, სადაც მათ გიორგი მარგველაშვილმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა და პირველმა ლედიმ უმასპინძლეს.

დედაქალაქის გარდა ალილო საქართველოს რეგიონებშიც გაიმართა.

ალილოზე შეგროვებული ტკბილეული და საჩუქრები დახარისხდება და ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დაურიგდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×