რეზონანსი
08.01.2018

 (რეზონანსი) მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, პროფესორ ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე რჩება, საზღვაგარეთიდან კი არც ერთი კლინიკა არ შეხმიანებიათ.

მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება და დინამიკა უცვლელია. რაც შეეხება კლინიკებს, ველოდებით ინფორმაციას. ჯერჯერობით, არც ერთი კლინიკა არ შეგვხმიანებია", - აღნიშნა ლურსმანაშვილმა.

26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. ის ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×