რეზონანსი
08.01.2018

 (რეზონანსი) რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ახალშობილი იპოვეს.

სამართალდამცავებმა სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების მიზნით ბავშვი კლინიკა ,,რუსთავის" ჩვილ ბავშვთა განყოფილებაში გადაიყვანეს.

წინასწარი ინფორმაციით, ჩვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმის ჩაყენებას გულისხმობს, ვისაც შესაძლებლობა არა აქვს მიიღოს ზომები თავის დასაცავად.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×