რეზონანსი
08.01.2018

 (რეზონანსი) შობის დღესასწაულს დედაქალაქში ტრადიციული"ალილო"გაიმართა, სადაც მსვლეობის მონაწილეებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის შობა-ახალი წლის მილოცვა დაურიგდათ.

"ყველას გილოცავთ ქრისტეს შობის დიდ და მაცხოვნებელ დღესასწაულს.

დაე, ახალი წელი ყველა ჩვენგანისთვის ღვთის დიდების, ბედნიერების, მშვიდობისა და კეთილდღეობის, საქართველოს გაერთიანების, თანხმობისა და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს.

ყველას გისურვებთ, იყოთ სიხარულის მიმნიჭებელი ერთმანეთისათვის და ცათა შინას მარადიული სიხარული მოგეპოვებინოთ.

ღმერთს ებარებოდეთ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქრისტეშობა 2018", - ნათქვამია მილოცავში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×