(რეზონანსი) საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარაგბო კლუბ "არმიას" დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეროვნული თავდაცვის აკადემიის "სპორტული კლუბი არმიას" ხელმძღვანელობა გასული წლის მაისიდან იყო ინფორმირებული, რომ დაფინანსება შეუწყდებოდა, შესაბამისად, განცხადებები იმის შესახებ, რომ კლუბის ხელმძღვანელობას ინფორმაცია არ ჰქონდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„თავდაცვის უწყების პრიორიტეტებში, ამ ეტაპზე, არ შედის სპორტული კლუბების დაფინანსება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კლუბის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ერთი წლის წინ მიიღო, გასულ წელს კლუბს სეზონის დასრულების შესაძლებლობა მაინც მიეცა".- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
რაგბის კლუბი "არმია" საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავს.