რეზონანსი
08.01.2018

 (რეზონანსი) თურქეთში პოლიციამ კონტრაბანდაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავა.

თურქული მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა დამნაშავე სამსუნში აიყვანეს.

პოლიციამ სტამბოლში მიმავალი საქალაქთაშორისო ავტობუსი გააჩერა და ბარგში კონტრაბანდული სიგარეტი, სასმელი და ირანული ხალიჩები აღმოაჩინა.

ამოღებულია 200 შეკვრა სიგარეტი, 23 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 14 კვადრატული მეტრი ირანული ხალიჩა.

დაკავებული პირი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×