რეზონანსი
08.01.2018

 (რეზონანსი) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკაში ცხრა თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

გათავისუფლებულმა პოლიკლინიკის დირექტორისგან განმარტება მოითხოვეს, თუ რის საფუძველზე გაუშვეს სამსახურიდან, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

პოლიკლინიკის დირექტორის განცხადებით, ცხრა გათავისუფლებულიდან, ხუთს საყვედური ან გაფრთხილება აქვს, ხოლო ოთხს შესთავაზა, ფინანსური პრობლემების მოგვარებას დაელოდონ.

პოლიკლინიკა სხვადასხვა გადაცდომების გამო, საერთო ჯამში 80 ათასი ლარით არის დაჯარიმებული. სამსახურიდან გათავისუფლებულები სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×