რეზონანსი
08.01.2018

 (რეზონანსი) პაატა ბურჭულაძეს სასამართლოში თებერვალში დაკითხავენ.

„იავნანას" ხელმძღვანელი დღეს უნდა დაკითხულიყო, თუმცა, როგორც მისი ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი აცხადებს, პროცესი გამომძიებლის შვებულებაში ყოფნის გამო გადაიდო.

თებერვლის შუა რიცხვებამდე კი ბურჭულაძე გადატვირთული გრაფიკის გამო თბილისში ჩამოსვლას ვერ ახერხებს.

მისივე ინფორმაციით, დაცვის მხარესა და გამომძიებელს შორის შესაბამისი შეთანხმება შედგა, თუმცა დაკითხვის კონკრეტულ თარიღს გამომძიებლები დაადგენენ.

მთავარმა პროკურატურამ ფონდ „იავნანას" ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×