რეზონანსი
08.01.2018

 (რეზონანსი) საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, ყბის ძვლის მოტეხილობით სამედიცინო ცენტრ ,,გორმედშია" მოთავსებული.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, პატრულ-ინსპექტორს, რომელიც გორის ერთ-ერთ რესტორანში ახლობლებთან ერთად იმყოფებოდა, გვერდზე სუფრაზე მყოფი მოქალაქე წარსულში ჯარიმის გამოწერის გამო ფიზიკურად გაუსწორდა.

ექიმის განცხადებით, დაზარალებულს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×