რეზონანსი
18.07.2018

 (რეზონანსი) სანდრო გირგვლიანის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და არ შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. დაცვის მხარე საქმის პოლიტიკურ მოტივებზე მიუთითებს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის დევნა კონსტიტუციური უფლების გამოყენების გამო ხდება.

სააკაშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×