რეზონანსი
18.07.2018

 (რეზონანსი )ერთი კვირის წინ თბილისში ელიას უბანში, 22 წლის გევორგ სარქსიანს თავს დაესხნენ და მოკლეს. ახალგაზრდა ბიჭს 22-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.

როგორც ოჯახის წევრები აცხადებე, გეორგს უთვალთავლებდნენ და თავს ჩუმად დაესხნენ.

„სასტიკად დაჩხეს 20-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული, 10 ადამიანი მივარდნილა და ჩემს ძმას გამუდმებით სერავდნენ. მეზობლებმა ყველაფერი დაინახეს" - აღნიშნავს მოკლული ახალგაზრდის და.

ერთ-ერთი მეზობლის თქმით, რომელმაც უშუალოდ დაინახა ბიჭზე თავდასხმა აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ არ დაუკითხავს.

„შველას ითხოვდა სასტიკად და არაადამიანურად ეპყრობოდნენ, მაშინვე კივილი დავიწყეთ, მაგრამ სანამ მთლიანად არ აჩეხეს, მანამდე დანმაშავეებს არც გამოუხედავთ ჩვენსკენ. ყველაფერი ელვის სისწრაფით მოხდა. შემდეგ ორ ავტომობილში ჩასხდნენ და გაიქცნენ" - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×