რეზონანსი
18.07.2018

 თამბაქოს კონტროლის ალიანსი  ითხოვს ღია სივრცეში მოწევა მხოლოდ  სპეცადგილებზე იყოს დაშვებული. ამ ინიციატივით ალიანსმა უკვე მიმართა საქართველო პარლამენტს საკანონდმებლო წინადადებით. შეიძლება საკანონმდებლო ორგანომ ის კანონად აქციოს. ახალი ინიციატივის მიხედვით,  დაწესებულებების ტერიტორიაზე, ღია ადგილებზე მოწევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ამისთვის სპეციალურად დადგენილ ადგილებზე.

 „მიმდინარეობს მონიტორინგი, თუ როგორ არიან მომზდებული შესაბამისი სამსახურები მოქალაქის ინფორმირებისთვის, მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით. ამ მონიტორინგის შედეგად ვნახეთ, რომ მოსახლეობის მხარდაჭერაც დიდია ამ საკითხში და ადამიანები მას იცავენ. პირველი თვის მანძილზე სულ 100-მდე ჯარიმა იყო. 6 თვის განმავლობაში ის თანდათან სოციალურ მოთხოვნად იქცევა. 

არის სიტუაციები, როდესაც მწეველებსაც უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ადგილები, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, კლინიკებში, უმაღლეს სასწავლებლებში და სხვა, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ სხვისი უფლებების შელახვის გარეშე მოწიონ თამბაქო. ამიტომ კომიტეტი იმსჯელებს წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის სახით ჩამოვაყალიბებთ“, - განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×