(რეზონანსი) ხულოში, სოფელ ირემაძეებში ტყეში ნაპოვნი ქალი, სავარაუდოდ, მოკლულია.
აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ოჯახის ახლობლები ადასტურებენ, რომ ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციამ დააკავა, თუმცა ამ დრომდე არ აქვთ ექსპერტიზის დასკვნა და სხვა დეტალები მათთვის უცნობია. ამბობენ, იმასაც, რომ არ იციან მოკლულია თუ არა მათი ოჯახის წევრი.
მომხდარის გამო, ერთი პირია დაკავებულია. თუმცა, უწყება განმარტავს, რომ გამოძება 116 -ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
ხულოში, სოფელ ირემაძეებში ტყეში 50 წლამდე ქალის ცხედარი 14 ივლისს იპოვეს.
სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.