რეზონანსი
18.07.2018

 სიგარეტის მოწევასთან დაკავშირებით ურთერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. დეპუტატები ამბობენ, რომ "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში პირველი ცვლილებების შეტანა იგეგმება, რომლის გათვალისწინებით, შესაძლოა, თამბაქოს მოწევა სამედიცინო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში, სპეციალურად მოწყობილ ადგილებში დასაშვები გახდეს. 

„საუბარია, უკვე აკრძალულ ტერიტორიებზე. შეიძლება გარკვეულ ადგილებზე მოწევა დავუშვათ, რადგან პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს ძალიან დიდ კონფლიქტებთან არის დაკავშირებული და აღსრულებაც მძიმე პრობლემაა. მაგალითად, პაციენტი რეანიმაციაში რომ მიჰყავთ, ოჯახის წევრები აკრძალულ ტერიტორიაზე ეწევიან და საავადმყოფოს დაცვასა და ოჯახის წევრებს შორის ბევრი კონფლიქტი დაფიქსირდა.

დეპუტატ ნუკრი ქანთარიას წინადადება იყო, რომ სპექტაკლების დროს, თუ რეჟისორი სპეციალურ საბჭოსთან მოწევის აუცილებლობას დაასაბუთებს, მოწევა დაშვებული იყოს. ამაზე ვიმსჯელეთ და ვთქვით, რომ მოვიფიქრებთ", –  აღნიშნავს ზოიძე.

დეპუტატის თქმით, სავარაუდოდ, შეიძლება ცვლილება შეეხოს სამორინეებსა და სიგარაბარებში თამბაქოს მოწევაზე დაშვებულ გამონაკლისებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×