რეზონანსი
18.07.2018

 (რეზონანსი) ოპოზიციური პარტიების გაერთიანებასა და გრიგოლ ვაშაძის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას, ექსპერტი სამხედრო საკითხებში, პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია ეხმაურება.

"მოკლედ, როგორც ჩანს, თანამედროვე "ნაცისტები" და მათი ფანები თუ ადეპტები, შეეშვნენ "ცირკი-შაპიტოს" ტრადიციებს და გადაიქცნენ ალექსანდრე ტოლსტოის "ბურატინოს თავგადასავლების" ახალი ვარიანტის შესრულებას. ანუ ჩვენ დღეს ვიხილეთ "ბურატინოს თავგადასავლი"-ს ახალი სერია, სადაც კატა ბაზილიო (მსახიობი გრიგოლ ვაშაძე), გახდა ბურატინოს (მსახიობი, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო არტისტი მიხეილ სააკაშვილი) მთავარი ფავორი და მას თან შეუერთდა "კარაბას-ბარაბასის" (მსახიობი მამუკა გამყრელიძე) მარიონეტთა თეატრი. გამოცანად რჩება, ვინ შეასრულებს ამ შემთხვევაში მელია ალისას და დურამორის როლებს და საინტერესოა, ვინ არის "პაპა კარლო"??? - წერს ვახტანგ მაისაია.

„ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო 10 ოპოზიციური პარტიის გაერთაინებამ „სამოქალაქო მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წარადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×