რეზონანსი
18.07.2018

 (რეზონანსი) „გრძელვადიან პერსპექტივაში პუტინთან შეხვედრამ უფრო დიდი წარმატებები და პოზიტივი შეიძლება მოიტანოს - წინ დიდი შედეგები გველის", - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

„პუტინმა და მე ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ. ჩვენ კარგად გავუგეთ ერთმანეთს, რაც ასე აწუხებდა ბევრ შურიანს, ვისაც კრივში შეჯიბრის ხილვა სურდა. რუსეთი დათანხმდა დაგვეხმაროს ჩრდილოეთ კორეის საკითხზე. ეს პროცესი წინ მიდის. არ ვჩქარობთ. სანქციები ჩრდილოეთ კორეის მიმართ ძალაში რჩება. ამ პროცესის დასასრულს კი ჩრდილოეთ კორეას დიდი სარგებელი და ნათელი მომავალი ელოდება. გრძელვადიან პერსპექტივაში პუტინთან შეხვედრამ უფრო დიდი წარმატებები და პოზიტივი შეიძლება მოიტანოს", - აღნიშნა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×