რეზონანსი
18.07.2018

 (რეზონანსი)26 წლის ბიჭმა მარნეულის მუნიციპალკტეტის სოფელ სადახლოში თავი მოიკლა.

ინფორმაციას რადიო „მარნეულთან" საუბრისას სოფელ სადახლოს მაჟორიტარი დეპუტატი როვშან ისკანდაროვიც ადასტურებს. მისი თქმით, შემთხვევა 15 ივლისს მოხდა. იმ დღეს 26 წლის ახალგაზრდამ სახლში თქვა, რომ ფულის ასაღებად მიდიოდა. სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

გარდაცვლილის ცხედარი მეორე დღეს, 16 ივლისს მისი ძმის მშენებაე სახლში იპოვეს.

მარნეულის საკრებულოს წევრმა ასევე თქვა, რომ ახალგაზრდა პოლონეთში მუშაობდა და იქ წასვლას კიდევ აპირებდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გარდაცვლილს, პირველადი დათვალიერებით, ძალადობის კვალი არ აღენიშნება და ამ ეტაპისთვის მამაკაცის ცხედარს შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×