რეზონანსი
18.07.2018

 (რეზონანსი) საქართველო, ტუნისი, ალჟირი და მაროკო შესაძლოა ახლო მომავალში გერმანიამ უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებად გამოაცხადოს, რაც დააჩქარეს ამ ქვეყნების მოქალაქეების მიერ თავშესაფრის თხოვნის განაცხადების დამუშავების პროცესს.

გერმანიის მინისტრთა კაბინეტმა ოთხშაბათს, 18 ივლისს შესაბამისი კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც ქვეყნის შს მინისტრმა მოამზადა.

დოკუმენტი განსახილველად ბუნდესტაგს წარედგინა. მთავრობას იმედი აქვს, რომ ახალი კანონი დააჩქარებს დოკუმენტების დამუშავებას, რომლებიც მიგრანტებს შეაქვთ თავშესაფრის მისაღებად და ამ ქვეყნებიდან მიგრაციის პროცესს შეანელებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×